თევდორაძე – ნარიშკინის განცხადებაზე: „ქართული ოცნება“ გააფრთხილა“
11/03/2021 10:19:54 პოლიტიკა
ეს განცხადება პირველ რიგში, საყურადღებოა „ქართული ოცნებისთვის“,– ასე აფასებენ „აქცენტთან“ „პატრიოტთა ალიანსში“ რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის სერგეი ნარიშკინის 9 მარტის განცხადებას.
როგორც პარტიის წარმომადგენელი გოჩა თევდორაძე აბობს, „განცხადება გაკეთდა არა სხვა პარტიის, არამედ „ქართული ოცნების“ მიმართ“.
„ზოგადად, საყურადღებოა ყველა განცხადება, რომელიც კეთდება ევროკავშირის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თუ რუსეთის ფედერაციის – მისი საგარეო დაზვერვის მიერ. ჩვენს მიმართ არაერთხელ საუბრობდნენ, რომ ვართ რუსული ძალა და ა.შ. ჯერ არ გვინახავს რუსეთის ფედერაციის რომელიმე რგოლისგან „პატრიოტთა ალიანსის“ შექება. „ქართული ოცნება“ გააფრთხილა. თან განცხადებაში ისიცაა ნათქვამი, რომ თურმე, „ქართული ოცნება“ ბრმად არ ემორჩილება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მითითებებს და ესაა განმაპირობებელი იმ პრობლემისა, რომელიც ახლა არსებობს. ამიტომ, „ქართული ოცნებისთვისაა“ ეს საყურადღებო“.
დამაზუსტებელ კითხვაზე, რა მიმართულებითაა საყურადღებო განცხადება სახელისუფლებო პარტიისთვის, თევდორაძემ უპასუხა: „ეს უკვე „ქართულმა ოცნებამ“ იცის. ასეთი განცახდება არ გაკეთებულა სხვა პოლიტიკური ძალების მიმართ. ქართულ სახელმწიფოზე კი არ იყო საუბარი, „ქართულ ოცნებაზე“. იქ გაშიფრულია ეს თემა“.
ამავე თემაზე: „მიგვანიშნეს, რომ ახლა იწყებენ მღვრიე წყალში თევზაობას“ – რას ნიშნავდა კრემლის ახალი გზავნილი


