Accentnews.ge
ლისის მიმდებარედ სხვისი მიწის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

ლისის მიმდებარედ სხვისი მიწის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

12/03/2021 06:25:48 სამართალი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ლისის ტბის მიმდებარეთ სხვისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების გამო 3 პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყალბი მინდობილობის საფუძველზე, 2020 წლის სექტემბერში დაირეგისტრირეს ქ. თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, კანადის მოქალაქის სახელზე რიცხული 1001 მ2 მიწის ნაკვეთი", - წერია უწყების განცხადებაში.

ჩატარებული ექსპერტიზით დადგენილია, რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 300 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S