Accentnews.ge
ჰერბსტი – ნარიშკინზე: "აშშ–ს ადანაშაულებენ საქართველოს სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნაში მაშინ, როცა ფაქტია, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას თავად ახდენენ"

ჰერბსტი – ნარიშკინზე: "აშშ–ს ადანაშაულებენ საქართველოს სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნაში მაშინ, როცა ფაქტია, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას თავად ახდენენ"

12/03/2021 07:03:50 პოლიტიკა

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი სერგეი ნარიშკინის განცხადებას "რუსული პროპაგანდის მორიგ მაგალითს" უწოდებს და აცხადებს, რომ "მოსკოვი ვაშინგტონს ადანაშაულებს საქართველოს სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნაში მაშინ, როცა ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას თავად ახდენს".

"ეს განცხადება პროპაგანდისტულია, რომლის მიზანია, გამოიყენოს ვაშინგტონის მიერ "ქართული ოცნების" მისამართით გამოთქმული კრიტიკა, რომელიც ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვა. ისევე, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც რუსული პროპაგანდა კრემლის პოლიტიკის მახინჯ მახასიათებლებს ვაშინგტონს მიაწერს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსეთი აშშ–ს ადანაშაულებს საქართველოს სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნაში მაშინ, როცა ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას თავად ახდენს", – განუცხადა ჰერბსტმა "აქცენტს".

ცნობისთვის: დასავლელი პარტნიორების მხრიდან მზარდი კრიტიკის ფონზე საქართველოს სუვერენიტეტის „დამცველად“ კრემლი მოგვევლინა მორიგი ცინიკური გზავნილით. როგორც 9 მარტს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა გვამცნო, „ბოლო დროს ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც ამერიკულ მოთხოვნებს არ ემორჩილება“. რუსი ჩინოსნის მტკიცებით, „საქართველოს მაგალითი მოწმობს, რომ ცალკეული ნაციონალური ელიტების სურვილი, საკუთარი მიმდინარე ამოცანების გადასაჭრელად ვაშინგტონის პატრონაჟი გამოიყენონ, სწრაფად იწვევს როგორც დე ფაქტო სუვერენიტეტის, ისე საგარეო ასპარეზსა და და საკუთარ ქვეყანაში დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობის დაკარგვას”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S