კრემლის მორიგი პროპაგანდისტული გზავნილი საქართველოს შესახებ

09-03-2021 17:23:40 პოლიტიკა

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი სერგეი ნარიშკინი ამბობს, რომ ვაშინგტონში "ქართული ოცნებით" უკმაყოფილოები არიან. თუმცა აღნიშნულის მიზეზად რუსეთის საგარეო დაზვერვა არა დემოკრატიის თვალსაზრისით პრობლემებს ასახელებს, რის თაობაზეც ისმის შეშფოთება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, არამედ – მოთხოვნების შეუსრულებლობას. კერძოდ, რუსეთის დაზვერვის სამსახურის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "აშშ მიხეილ სააკაშვილის დროიდან მიეჩვია საქართველოში პოლიტიკური პროცესების მართვას და იმის კარნახს, როგორ უნდა იფუნქციონიროს მთავრობამ, რა ხაზი უნდა გაატაროს ოპოზიციასთან მიმართებაში.

ბოლო დროს ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება მმართველი გუნდის, ქართული ოცნების მიმართ მიმართ, რომელიც ამერიკულ მოთხოვნებს არ ემორჩილება. თეთრ სახლში გაღიზიანებულები არიან იმის გამო, რომ "მეოცნებეები" სრულად არ ასრულებენ დირექტივას, დაიცვან ევროატლანტიკური კურსი".

რუსული საგარეო დაზვერვის სამსახური ასევე აცხადებს, რომ აშშ გეგმავს, ქართულ ოპოზიციას სისტემური მხარდაჭერა გამოუცხადოს და ამავდროულად, შელახოს მმართველი პარტიის პოზიციები:

"ვაშინგტონში ღიად უცხადებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ თეთრი სახლის თბილისთან ურთიერთობის შემდგომი ხაზი დამოკიდებული იქნება საქართველოს მთავრობის მზადყოფნაზე, ზუსტად შეასრულოს ამერიკული მითითებები".

რუსეთის საგარეო დაზვერვის დასკვნით, საქართველოს მაგალითი მოწმობს, რომ სწრაფვა ცალკეული ნაციონალური ელიტების სურვილი, გამოიყენონ ვაშინგტონის პატრონაჟი თავიანთი ამჟამინდელი ამოცანების გადასაჭრელად სწრაფად იწვევს დე ფაქტო სუვერენიტეტის დაკარგვას და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას როგორც საგარეო ასპარეზზე და საკუთარ ქვეყანაში ”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები