Accentnews.ge
„ტვ პირველმა" საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციოში გაასაჩივრა

„ტვ პირველმა" საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციოში გაასაჩივრა

12/03/2021 10:14:12 სამართალი

„ტვ პირველმა" საქალაქო სასამართლოს განჩინების გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

როგორც ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, სანამ არსებობს ეს განჩინება და ის ძალაშია, მანამდე სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ შესაძლებლობა, ნებსიმიერ დროს შევიდნენ „ტვ პირველში“

"სანამ ეს განჩინება ძალაშია და ის არ გაუქმდება, ეს საფრთხე არსებობს ყოველდღიურად. სანამ ეს განჩინება ძალაშია, ეს საფრთხე სამართლებრივად მოხსნილი ვერ იქნება", – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის: სასამართლომ პროკურატურას "ტვ პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა. თუმცა, როგორც ირკვევა, პროკურატურამ არა სკანდალური აუდიო ჩანაწერები მოითხოვა, არამედ, კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც ჟურნალისტებს მიაწოდეს.

მოგვიანებით, პროკურატურამ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ არავინ აპირებს "ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას".

მისივე თქმით, "ჟურნალისტებს უფლება აქვთ არ გადასცენ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი", თუმცა საგამოძიებო უწყება იმედოვნებს, რომ "ტელეკომპანია პირველი“ გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S