Accentnews.ge
პუტინმა მთიანი ყარაბაღის საკითხი ალიევთან და ფაშინიანთან განიხილა

პუტინმა მთიანი ყარაბაღის საკითხი ალიევთან და ფაშინიანთან განიხილა

12/03/2021 14:58:33 კავკასია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთიანი ყარაბაღის საკითხი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან განიხილა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი 11-12 მარტს გამართა.

კრემლის პრეს–სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მოქმედება დადებითად შეაფასეს. საუბრის დროს სამი ქვეყნის ლიდერებმა 2020 წლის 9 ნოემბრის და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი განცხადებების რეალიზაციის პრაქტიკული ასპექტები განიხილეს.

„კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მკაცრად არის დაცული და ზოგადად, რეგიონში ვითარება სტაბილური, მშვიდია“, – ვკითხულობთ კრემლის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის საკითხებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S