როდიდან ვარაუდობს გამყრელიძე გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებას ან მოხსნას
15/03/2021 06:42:03 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მარტის ბოლოს შემსუბუქდეს.
სრულად მოიხსნება ე.წ. კომენდანტის საათი თუ დრო გადაიწევს, ამირან გამყრელიძის თქმით, ამაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.
„ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ ასეთი სტაბილური იქნა, შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც შეიძლება იქნას განხილული. დღეს კიდევ შემსუბუქების ერთი ეტაპი დაიწყო. ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე, ორი კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც განიხილება. დარწმუნებული ვარ, ესეც შემსუბუქდება, ოღონდ, ეპიდვითარების სტაბილიზაციის ფონზე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
იხილეთ ასევე: რომელი შეზღუდვები იხსნება 15 მარტიდან


