Accentnews.ge
ერევანს მიაჩნია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მინსკის ჯგუფის ჩარჩოებში უნდა მოგვარდეს

ერევანს მიაჩნია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მინსკის ჯგუფის ჩარჩოებში უნდა მოგვარდეს

16/03/2021 19:05:36 კავკასია

სომხეთს მიაჩნია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ ეუთოს მინსკის ჯგუფის ჩარჩოებში უნდა მოხდეს.

ერევანში, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ეუთოს მორიგე თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან ან ლინდესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების თაობაზე რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ 9 ნოემბერს ხელმოწერილ სამმხრივ შეთანხმებას პრობლემის დროებით გადაჭრად მიიჩნევს.

აივაზიანის თქმით, შეთანხმება არ ეხება სამშვიდობო დარეგულირების საკვანძო საკითხებს, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მთიანი ყარაბაღის სტატუსი, რაც, მინისტრის თქმით, ემყარება რეგიონში მცხოვრები სომხების უფლებას თვითგამორკვევაზე.

ლინდე 15 მარტს ჩავიდა ერევანში მას შემდეგ, რაც ის სტუმრობდა ბაქოში, სადაც შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს. რეგიონში მისი ვიზიტის მიზანია მოლაპარაკებების გამართვა მთიანი ყარაბაღის თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S