Accentnews.ge
"გვექნება შეხვედრები და ველოდები, რომ მხარეების კონსტრუქციულობა გაგრძელდება"

"გვექნება შეხვედრები და ველოდები, რომ მხარეების კონსტრუქციულობა გაგრძელდება"

17/03/2021 06:00:16 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან მუშაობა გრძელდება.

"გვექნება შეხვედრები, დღესაც გავაგრძელებთ მუშაობას. ყველა მხარე კვლავ კონსტრუქციულია და ჩემი მოლოდინია, რომ ეს კონსტრუქციულობა გაგრძელდება", – აცხადებს დანიელსონი.

შეგახსენებთ, რომ დანიელსონი თბილისს 12 მარტს ეწვია და ამ პერიოდიდან დღემდე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გამართა. როგორც გუშინ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, დანიელსონი მოლაპარაკების მხარეებს უახლოეს დღეებში კონკრეტული შეთავაზებით მიმართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S