Accentnews.ge
პოლიციამ გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

17/03/2021 06:35:45 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ წარსულში ნასამართლევი 2001 წელს დაბადებული პირი დააკავა, რომელმაც გუშინ 16 მარტს გორში ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ანგარიშსწორების მიზნით, 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ბრალდებულის სახით დააკავეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 7-15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S