
ჯორჯიაში მასაჟის სალონებზე თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა
17/03/2021 11:54:13 მსოფლიო
აშშ-ის შტატ ჯორჯიაში მასაჟის სალონებზე განხორციელებული სამი თავდასხმის შედეგად ჯამში 8 ადამიანია დაღუპული.
თავდასხმები დაახლოებით ერთსაათიანი ინტერვალით განხორციელდა.
მსროლელი რამდენიმე საათში ჯორჯიას შტატის სამხრეთში ავტომობილით გადაადგილებისას დააკავეს. რობერტ ლონგი 21 წლისაა.
თავდასხმის მსხვერპლებს შორის 7 ქალია, მათგან 6 - აზიური წარმომავლობის. თავად სავარაუდო თავდამსხმელი თეთრკანიანია. პოლიციას რასისტული მოტივის შესახებ ჯერ არ განუცხადებია, თუმცა ნიუ-იორკში პოლიციის კონტრტერორისტულმა ქვედანაყოფებმა აზიური კვარტლების დაცვა გააძლიერეს.