Accentnews.ge
აშშ-მა სკრიპალებისა და ნავალნის მოწამლვის გამო რუსეთის მიმართ სანქციები გააფართოვა

აშშ-მა სკრიპალებისა და ნავალნის მოწამლვის გამო რუსეთის მიმართ სანქციები გააფართოვა

17/03/2021 15:38:18 მსოფლიო

აშშ-მა გააფართოვა სანქციები, რომლებიც ადრე რუსეთის წინააღმდეგ სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალებისა და ტომსკში ალექსეი ნავალნის მოწამლვის გამო ჰქონდა შემოღებული, - ამის შესახებ აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს პრეს-რელიზშია აღნიშნული.

კერძოდ, 18 მარტიდან აშშ აჩერებს რუსეთში ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის კუთხით დაშვებული გამონაკლისების მოქმედებას. საუბარია, უპირველესად, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებაზე.

ყველაზე სერიოზულ პრობლემებს რუსეთის საავიაციო და კოსმოსური დარგები განიცდიან: 1 სექტემბრიდან ორივე ამერიკული საექსპორტო მიწოდებების გარეშე რჩება.

"იყენებს რა ნერვულ-პარალიტიკურ საშუალებებს დისიდენტების წინააღმდეგ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, რუსეთის მთავრობა უხეშად არღვევს ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს და სიკვდილის რისკის წინაშე აყენებს როგორც საკუთარ, ისე უცხოეთის მოქალაქეებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი სამინისტრო უკრძალავს რუსეთს წვდომას მგრძნობიარე ამერიკულ ტექნოლოგიებთან, რომლებიც მოსკოვის მიერ შესაძლოა, ქიმიური იარაღის სფეროში ბოროტი ზრახვებით იქნას გამოყენებული" - ნათქვამია ამერიკული სამინისტროს განცხადებაში.

ამავდროულად, ამერიკული მხარე იტოვებს უფლებას, კონკრეტული გარიგებების შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვას, თუ ჩათვლის, რომ ეს გარიგება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S