
როუჰანმა და ფაშინიანმა რეგიონში განვთარებულ მოლენებზე იმსჯელეს
10/07/2019 21:40:49 კავკასია, სხვა, მსოფლიო
სომხეთის პრემიერმინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და ირანის პრეზიდენტს ჰასან როუჰანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია იუწყება.
სატელეფონო საუბრისას მხარეებმა თეირანში ჩატარებული სომხეთ-ირანის სამთავრობათაშორისო კომისიის შეხვედრა განიხილეს და მიღწეული შეთანხმებების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
მხარეებმა ასევე განიხილეს ირანსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს.