ქობულეთში უბედურ შემთხვევას მამა-შვილი ემსხვერპლა
18/03/2021 07:50:08 სამართალი
ქობულეთში სახლის სახურავიდან მამა-შვილი გადავარდა და დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ისინი მეზობელს სახლის სახურავის შეკეთებაში ეხმარებოდნენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


