„გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო“
18/03/2021 09:44:15 სამართალი
გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო, – ამის შესახებ დაკავებული პოლიტიკოსის მეგობარი ლევან ჟღენტი იუწყება.
„ბატონმა გოგიმ შიმშილობა დაიწყო, მას სურს, საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს“, – აცხადებს ჟღენტი.
წულაია ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
პოლიტიკოსის მეგობრები პროვოკაციაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ქალი, რომლის მიმართ ძალადობაშიც წულაიას ადანაშაულებენ, მიგზავნილია.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, გოგი წულაია თბილისში ქალზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს


