Accentnews.ge
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "ჩვენ შევძლებთ, რუსეთს პასუხი ვაგებინოთ"

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "ჩვენ შევძლებთ, რუსეთს პასუხი ვაგებინოთ"

18/03/2021 11:32:28 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის მოადგილე ჯალინა პორტერი რუსეთის მიერ აშშ-დან კონსულტაციებისთვის ელჩის გაწვევას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ამერიკა შეძლებს, რუსეთს პასუხი აგებინოს".

"სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ცნობილია რუსული მხარის ბოლო განცხადებები იმის შესახებ, რომ ვაშინგტონში რუსეთის ელჩი მოსკოვშია გაწვეული კონსულტაციებისთვის, რომელმაც აშშ-ის მიმართ რუსეთის პოზიცია უნდა განსაზღვროს. აშშ, განწყობილია რა რუსეთთან დიალოგისთვის იქ, სადაც ეს ამერიკული ინტერესების რეალიზებას შეუწყობს ხელს, ამავდროულად ნათლად აცნობიერებს, რაზეა მოსკოვი წამსვლელი და კარგად იცის რუსეთთან დაკავშირებული გამოწვევები. ამერიკა არ ამბობს უარს შემდგომ ერთობლივ მუშაობაზე, თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობებში პრიორიტეტს აშშ-ის ინტერესებს მიანიჭებს. ამ ინტერესების განხორციელების მიზნით რუსეთთან თანამშრომლობის პირობებშიც კი ჩვენ შევძლებთ, პასუხი ვაგებინოთ რუსეთს ნებისმიერი ბოროტმოქმედებისთვის», – განაცხადა პრეს-მდივნის მოადგილემ.

ცნობისთვის: 17 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში დადებითი პასუხი გასცა კითხვას, თვლის თუ არა მის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს მკვლელად. აღნიშნული განცხადების შემდეგ აშშ-ში რუსეთის ელჩი მოსკოვში გამოიძახეს. როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, ანატოლი ანტონოვი დაიბარეს რათა „რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ანალიზზე კონსულტაციები გაიმართოს.“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S