გოგი წულაიას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება
18/03/2021 12:18:25 სამართალი
გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა. მისი ადვოკატის ინფორმაციით, 126-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც ნიშნავს სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას და რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
წულაიას ადვოკატის ვალერი გელბახიანის თქმით, წულაია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თვლის, რომ მისი წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
ადვოკატის თქმით, წულაიას ნასვამობა ალკოტესტმა არ დაადასტურა.
პოლიტიკოსის მეგობრები პროვოკაციაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ქალი, რომლის მიმართ ძალადობაშიც წულაიას ადანაშაულებენ, მიგზავნილია.
წულაიამ დღეს შიმშილობაც დაიწყო.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, გოგი წულაია თბილისში ქალზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული.


