Accentnews.ge
ღარიბაშვილი ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა

ღარიბაშვილი ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა

18/03/2021 15:54:30 კავკასია

საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს ირაკლი ღარიბაშვილსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის დღეს სატელეფონო საუბარი გაიმართა.

სომხეთის პრემიერის აპარატის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს გაპრემიერება კიდევ ერთხელ მიულოცა და ამ საპასუხისმგებლობა თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

«მხარეებმა ურთიერთმზადყოფნა გამოთქვეს, ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის კონტაქტები განაგრძონ თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ორმხრივი ურთიერთობების დატვირთული დღის წესრიგის საკითხების გადაჭრაში წინ წასაწევად" - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: დღეს ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S