
ხურვალეთელი დათა ვანიშვილი გარდაიცვალა
19/03/2021 07:34:57 კონფლიქტები, საზოგადოება
ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა.
ინფორმაცია "აქცენტს" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში დაუდასტურეს.
მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ვანიშვილს საკუთარი სახლი არ დაუტოვებია. მას მავთულხლართების მეორე მხრიდან უწევდა კომუნიკაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ პირებთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის პრეზიდენტსა და საერთაშორისო მისიის წარმომადგენელთან, რომლებიც ადგილზე სიტუაციის გასაცნობად ჩადიოდნენ.