
აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს "კადიროვის საკითხთა სპეციალისტი" უხელმძღვანელებს
19/03/2021 07:40:02 მსოფლიო
აშშ-ის კონგრესის სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელად უილიამ ბიორნსი დაამტკიცა. მის კანდიდატურას სენატორებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ბიორნსი ფიცს უახლოეს ხანებში დადებს.
აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისში რესპუბლიკელმა სენატორმა ტექსასის შტატიდან ტედ კრუზმა ბიორსის დამტკიცება დაბლოკა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან რუსულ გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება მოითხოვა. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტი ამ პროექტის მონაწილე კომპანიებს სანქციებით დაემუქრა, კრუზი ბიორსის თანამდებობაზე დამტკიცებას დასთანხმდა.
უილიამ ბიორნსი ბარაქ ობამას ადმინისტრაციაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე გახლდათ, იყო ასევე აშშ-ის ელჩი მოსკოვში. დიპლომატიურ სამსახურში მას 30-ზე მეტი წელი აქვს გატარებული.
ბიორნსი ცნობილია ასევე რუსეთის შესახებ რიგი ანალიტიკური ნაშრომების ავტორად. WikiLeaks-ის წყალობით განსაკუთრებით პოპულარულად იქცა მისი "ჩეჩნური დოსიე", რომელიც 2006 წლით თარიღდება. ნაშრომის დიდი ნაწილი ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვს ეძღვნება.
რუსეთში ამერიკულ დიპმისიას ბიორსი 2005–2008 წლებში - ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას ხელმძღვანელბდა, თუმცა რუსეთში აშშ-ის საელჩოში ადრე - 1990-იან წლებშიც უმუშავია.
2015 წელს, გადადგომის შემდეგ ბიორნსი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის - კარნეგის ფონდის ხელმძღვანელი გახდა.
ყველაფერთან ერთად, ბიორნსი რუსეთისა და ახლო აღმოსავლე»თის საკითხთა სპეციალისტად ითვლება, ფლობს რუსულ ენას. რუსეთში ცოტა ხნის წინ გამოიცა მისი მემუარები "უხილავი ძალა. როგორ მუშაობს ამერიული დიპლომატია", რომლის რამდენიმე თავი რუსეთსა და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს ეძღვნება.