გოგი წულაიას სასამართლო პროცესი დაიხურა
19/03/2021 07:49:07 სამართალი
გოგი წუალიას სასამართლო პროცესი დაიხურა.
მოსამართლე ზვიად შარაძის განცხადებით, სახეზეა შესაძლო სქესობრივი დანაშაულის ნიშნები, რის გამოც სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა წარიმართოს.
აღნიშნულს არ დაეთანხმა ბრალდებული გოგი წულაია, რომელმაც განაცხადა, რომ მას არაფერი აქვს დასამალი.
გუშინ პროკურატურამ პოლიტიკოს გოგი წულაიას ბრალი წარუდგინა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წულაიას ადვოკატის ვალერი გელბახიანის თქმით, წულაია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თვლის, რომ მისი წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
ადვოკატის თქმით, წულაიას ნასვამობა ალკოტესტმა არ დაადასტურა.
პოლიტიკოსის მეგობრები პროვოკაციაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ქალი, რომლის მიმართ ძალადობაშიც წულაიას ადანაშაულებენ, მიგზავნილია.
წულაიამ გუშინ შიმშილობაც დაიწყო.


