გოგი წულაიას პატიმრობა შეეფარდა
19/03/2021 09:29:59 სამართალი
გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მოსამარლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა, მათ შორს დაზარალებულზე ზემოქმედების შესაძლო საფრთხე.
ამასთან, პროკურირო ამბობს, რომ საქმეში გარდა მიწმის ჩვენებისა, არსებობს სხვა მტკიცებულებები, მათ შორის, კადრებიც.
დაცვის მხარე კი ვარაუდობს, რომ მოსამართლე "დირექტივით" ხელმძღვანელობდა, ვინაიდან მსგავსი სახის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა.
სხდომას ესწრებოდა წულაიას მეუღლეც. ის მეუღლეს ნდობას უცხადებს.


