
ბულგარეთში რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით რამდენიმე ჩინოსანი დააკავეს
19/03/2021 11:58:25 მსოფლიო
სოფიასა და პერნიკში დღეს დააკავეს რამდენიმე ჩინოსანი, რომელიც რუსეთისთვის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი, - იუწყება ბულგარეთის სახელმწიფო ტელევიზია.
მისივე ცნობით, დაკავების სპეცოპერაცია კონტრდაზვერვის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.
ტელეარხის წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ქალაქიდან გასასვლელში მოწყობილი რეიდის შედეგად იქნა დაკავებული, რომელიც მისი გაქცევის მცდელობის შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოაწყვეს.
ბულგარეთის შსს-ს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ცნობისთვის: 2019 წლიდან ბულგარეთიდან ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის 6 წარმომადგენელი გააძევეს, კიდევ ერთი ქვეყანაში არ შეუშვეს. რამდენჯერმე განხორციელდა მათთან კავშირში ეჭვმიტანილი ადგილობრივების დაკავებაც.