Accentnews.ge
რუსეთის მოქალაქემ მასკის გიგაფაბრიკაზე კიბერთავდასხმის განხორციელება აღიარა

რუსეთის მოქალაქემ მასკის გიგაფაბრიკაზე კიბერთავდასხმის განხორციელება აღიარა

19/03/2021 12:27:26 მსოფლიო

აშშ-ში მყოფმა რუსეთის მოქალაქემ ილონ მასკის კომპანია "ტესლას" კუთვნილ "გიგაფაბრიკა 1"-ზე კიბერშეტევის განხორციელება აღიარა.

საგამოძიებო მასალების თანახმად, ხსენებული პირი კომპანიის თანამშრომლის 1 მლნ დოლარად მოსყიდვას ცდილობდა, რათა ამ უკანასკნელს კომპიუტერულ ქსელში საზიანო პროგრამული უზრუნველყოფა დაენერგა.

27 წლის ეგორ კრიუჩკოვი 2020 წლის აგვისტოში დააკავეს. იგი ჰაკერების იმ დაჯგუფების წევრია, რომელსაც ილონ მასკის კომპანიისგან გამოსასყიდის მიღება ჰქონდა დაგეგმილი.

თავად მასკი მაშინ კიბერშეტევას "სერიოზულად" აფასებდა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კრიუჩკოვს განაჩენს 10 მაისს გამოუტანენ.

Tesla-ს ქარხანა ნევადაში საავტომობილო კომპანიისთვის აკუმულატორებს ამზადებს. პანდემიამდე საწარმოში 10 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S