
მოსკოვში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა
19/03/2021 14:28:57 მსოფლიო
მოსკოვში, ხიმკის რაიონში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ შვიდი, - იუწყება რუსული მედია.
მისივე ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე მოხდა. სავარაუდოდ, ინციდენტი გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
მომხდარის შედეგად სახლის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ამ დროისთვის იწვის ხუთი ბინა, - იუწყება ТАСС.