"არავითარ შემთხვევაში არ დავსხდებით ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე “ქართულ ოცნებასთან”
19/03/2021 18:55:57 პოლიტიკა
“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ “ქართულ ოცნებასთან” ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე წასვლა “მოლაპარაკებების მაგიდის აყირავება და მედიატორის უპატივცემულობაა”
“არავითარ შემთხვევაში არ დავსხდებით ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე, ეს არის ამ მაგიდის აყირავება. რომელ ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე დავსხდეთ, როდესაც პრეზიდენტ მიშელის ფორმატით მიმდინარეობს მოლაპარაკება? რას ნიშნავს ეს, ცალკე გავიდე და თვალები ვუპაჭუნო "ქართულ ოცნებას?" ეს არის იმ მედიატორის უგულვებელყოფა და უპატივცემულობა, რომელმაც ამდენი რესურსი ჩადო", – განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის: „გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს.


