Accentnews.ge
ზახაროვა ბაიდენის ვარდნას ირონიულად გამოეხმაურა

ზახაროვა ბაიდენის ვარდნას ირონიულად გამოეხმაურა

20/03/2021 09:26:46 მსოფლიო

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ირონიულად გამოეხმაურა ინციდენტს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თვითმფრინავის ტრაპზე შეემთხვეა.

«უცნაურია, რომ მარგარიტა სიმონიანის "რუსი ჰაკერები" კი არა, უბრალოდ ქარი იყო», - წერს ზახაროვა თავის Facebook-გვერდზე.

მანამდე თეთრმა სახლმა ტრაპზე ბაიდენის გართულებული ასვლა ძლიერი ქარით ახსნა და განაცხადა, რომ "პრეზიდენტი 100%-ით წესრიგშია».

19 მარტს, ჯორჯიას შტატში გამგზავრებამდე ამერიკელმა ლიდერმა თვითმფრინავში ასვლისას ორჯერ წაიბორძიკა და ერთხელ მუხლზე დაეცა. ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო ქსელში მოხვდა და სწრაფად გავრცელდა.

ერთი დღით ადრე რუსეთის ლიდერი ჯო ბაიდენის მიერ ტელეინტერვიუში მის "მკვლელად" აღიარებას გამოეხმაურა და ასევე ირონიულად უსურვა ამერიკელ კოლეგას ჯანმრთელობა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S