Accentnews.ge
პუტინმა ევროპის საბჭოს ყოფილი გენმდივანი - რუსეთის მიმართ სიმპათიებით ცნობილი იაგლანდი ორდენით დააჯილდოვა

პუტინმა ევროპის საბჭოს ყოფილი გენმდივანი - რუსეთის მიმართ სიმპათიებით ცნობილი იაგლანდი ორდენით დააჯილდოვა

20/03/2021 12:49:54 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ევროპის საბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი ტორნბიორნ იაგლანდი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა, - იუწყება "Европейская правда".

"რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთის ფედერაციასა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის ევროპის საბჭოს ყოფილი გენერალური მდივნის - ტორნბიორნ იაგლანდის მეგობრობის ორდენით დაჯიდლეობის შესახებ. გულითადად გილოცავთ, ტორნბიორნ იაგლანდ" - წერს Twitter-ში ევროპის საბჭოში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი.

როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნობის პერიოდში იაგლანდი ხშირად დაუდანაშაულებიათ პრორუსულ განწყობებში. კერძოდ იგი ევროპის საბჭოში რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაუქმებას უჭერდა მხარს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S