
თბილისი-რუსთავის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 5 პირი დაშავდა
14/05/2019 14:19:02 სხვა, სამართალი
თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. წინასწარი მონაცემებით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გამყოფ ბარიერს დაეჯახა.
დაშავებულები უკვე გადაიყვანეს კლინიკაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.