Accentnews.ge
„საერთოდ უნდა აცრილიყო თუ არა?!“ – მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი საქმის მასალებს სწავლობს

„საერთოდ უნდა აცრილიყო თუ არა?!“ – მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი საქმის მასალებს სწავლობს

22/03/2021 06:15:48 სამართალი

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატს საქმის მასალები გადაეცა. საუბარია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დოკუმენტაციაზე. ანალოგიურ პროცედურას სამართალდამცველები და ოჯახი ელოდებიან ახალციხიდანაც.

ადვოკატის თქმით, გარდაცვლილი ექთნის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ექიმებმა რეაგირება დააგვიანეს.

ოჯახი, ითხოვს გამოიკვლიონ, რა პრეპარატები დაუნიშნეს 27 წლის ექთანს ვაქცინაციამდე. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზებს ალტერნატიული ექსპერტიზაც შეისწავლის.

"გადმოგვეცა თბილისის საგამოძიებო უწყებაში არსებული მასალები. ჯერჯერობით, ეს არის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ამოღებული სამედიცინო ისტორია. დარგის ექსპერტები შეისწავლიან და კონკრეტულად ამ სამედიცინო ისტორიასთან დაკავშირებით მეტს გეტყვით და დაგიზუსტებთ.

ოჯახს აქვს გარკვეული კითხვის ნიშნები. ეს შეეხება, პირველ რიგში, საერთოდ უნდა აცრილიყო თუ არა?! რამდენად სწორად მოხდა უკუეფექტების მართვა და რამდენად დროული იყო ეს მართვა," - განაცხადა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძემ "ასტრაზენეკას" ვაქცინა ახალციხეში, კლინიკა "იმედში" გაიკეთა, რის შემდეგაც ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S