Accentnews.ge
ექნებათ თუ არა შესაძლებლობა დათა ვანიშვილის ნათესავებს, გარდაცვლილი უკანასკნელ გზაზე გააცილონ ჯერ–ჯერობით უცნობია

ექნებათ თუ არა შესაძლებლობა დათა ვანიშვილის ნათესავებს, გარდაცვლილი უკანასკნელ გზაზე გააცილონ ჯერ–ჯერობით უცნობია

22/03/2021 08:39:28 კონფლიქტები

ექნებათ თუ არა შესაძლებლობა ხურვალეთელი დათა ვანიშვილის ნათესავებს გარდაცვლილი უკანასკნელ გზაზე გააცილონ ჯერ–ჯერობით უცნობია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია დამყარებულია არსებული არხების მეშვეობით, თუმცა საბოლოო კონფიგურაცია, ანუ დეტალები ჯერ–ჯერობით არ არის ცნობილი.

მან გარდაცვლილი დათა ვანიშვილის ოჯახს მავთულხლართებიდან მიუსამძიმრა.

„კიდევ ერთხელ მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო დათა პაპას გარდაცვალების გამო ადამიანის, რომელიც არის არა მხოლოდ ოკუპაციის, არამედ ქართველი კაცის სულით უტეხობის სიმბოლო და დღეს მას მიიბარებს ქართული მიწა“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ცნობისთვის: გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. მას დღეს მარტს დაკრძალავენ. დათა ვანიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, დათა ვანიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფლის ძველ სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S