მარგველაშვილი "ოცნებას" მადლობას უხდის
22/03/2021 10:32:24 პოლიტიკა
"მადლობა "ქართულ ოცნებას" რომ ყურადღებით მისმენს და ასრულებს დავალებებს" - ასე ეხმიანება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების ფაქტს.
"პარასკევს იყო თუ ხუთშაბათს როდესაც ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა საქართველოში ძლიერი ალტერნატიული ძალა გაჩენილიყო. არც აციეს, არც აცხელეს, შვებულებიდან ორშაბათს გამოიყვანეს გახარია იმისთვის, რომ შეასრულოს ეს თითქოს მისია რომ შექმნას "ქართული ოცნება" 2", – აცხადებს მარგველაშვილი.
ცნობისთვის: ერთთვიანი დუმილის შემდეგ მედიასთან ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია გამოჩნდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.


