Accentnews.ge
დათა ვანიშვილის რამდენიმე ნათესავს გარდაცვლილის დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრების ნება მისცეს

დათა ვანიშვილის რამდენიმე ნათესავს გარდაცვლილის დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრების ნება მისცეს

22/03/2021 10:30:18 კონფლიქტები

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დათა ვანიშვილის რამდენიმე ნათესავს გარდაცვლილის დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრების ნება მისცეს.

მანამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებდა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგელებთან კომუნიკაცია ჰქონდათ, რათა დათა ვანიშვილის ნათესავებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობა მისცემოდათ.

საკუთარი სახლიდან დათა ვანიშვილის გამოსვენება 15:00 საათისთვის იგეგმება. მას ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მოქცეულ სასაფლაოზე დაკრძალავენ. დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში, 19 მარტს საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

დათა ვანიშვილი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად, მავთულხლართებს მიღმა დარჩა. მას საკუთარი სახლი არ დაუტოვებია. ვანიშვილს მავთულხლართების მეორე მხრიდან უწევდა კომუნიკაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ პირებთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის პრეზიდენტსა და საერთაშორისო მისიის წარმომადგენელთან, რომლებიც ადგილზე სიტუაციის გასაცნობად იმყოფებოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S