
ტრამპი სოცქსელებში საკუთარი პლატფორმით დაბრუნებას გეგმავს
22/03/2021 10:54:06 მსოფლიო
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, სოცქსელებში საკუთარი პლატფორმით დაბრუნდეს. ამის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში მისმა მრჩეველმა ჯეისონ მილერმა განაცხადა.
მისივე თქმით, ტრამპის პლატფორმა "იქნება მსხვილი, მოაგროვებს მილიონობით მომხმარებელს და მთლიანად შეცვლის თამაშის წესებს".
სხვა დეტალები მილერს არ გაუმხელია.
ტრამპის ექაუნთები YouTube-ზე, Facebook-სა და Twitterში მისი რადიკალი მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის 6 იანვრის შტურმის შემდეგ დაიბლოკა. თებერვალში Twitter-მა დაადასტურა, რომ ტრამპის ექაუნთი სამუდამოდაა ბლოკირებული - თუნდაც მან პრეზიდენტად ხელმეორედ იყაროს კენჭი და გაიმარჯვოს.
თავად ექს-პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებას "ცენზურა" უწოდა. მას ნაწილობრივ ევროკავშირშიც დაეთანხმნენ და განაცხადეს, რომ "მსგავსმა მოქმედებამ შესაძლოა, სიტყვის თავისუფლებას შეუქმნას საფრთხე'.