Accentnews.ge
საბანაძე: "საქართველო ამ გახანგრძლივებულ კრიზისს ვერ გაუძლებს"

საბანაძე: "საქართველო ამ გახანგრძლივებულ კრიზისს ვერ გაუძლებს"

22/03/2021 15:09:34 პოლიტიკა

ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატალია საბანაძე ეხმაურება "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის რიკარდ იოზვაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საქართველოში ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი შესაძლოა ისევ ჩამოვიდეს და იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებები მხარეებს შორის გაგრძელდება.

დიპლომატმა Twitter-ზე იოზვაკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გააზიარა და დაწერა:

"ვიმედოვნებ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. საქართველო ამ გახანგრძლივებულ კრიზისს ვერ გაუძლებს", - წერს ნატალია საბანაძე.

საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა 21 მარტს დატოვა.

იხილეთ ასევე: კრისტიან დანიელსონი სავარაუდოდ, საქართველოში დაბრუნდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S