Accentnews.ge
საია ანა დოლიძეს მხარდაჭერას უცხადებს და დროულ გამოძიებას ითხოვს

საია ანა დოლიძეს მხარდაჭერას უცხადებს და დროულ გამოძიებას ითხოვს

23/03/2021 07:15:15 სამართალი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გმობს პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას. მხარდამჭერას უცხადებს ანა დოლიძეს და უკანონოდ ფარული მიყუდარების ყველა მსხვერპლს.

„საია ეხმიანება ტელეკომპანია „მთავარზე“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ გასულ სიუჟეტს. რესპოდენტი ივანე გულაშვილი აღნიშნავს, რომ იგი იყო სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომელი და მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ფარული მიყურადებისთვის ამონტაჟებდა სათვალთვალო მოწყობილობებს საჯარო პირების საცხოვრებელ სახლებსა თუ სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობებზე. საია გმობს პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას. მხარდაჭერას უცხადებს ანა დოლიძეს და უკანონოდ ფარული მიყუდარების ყველა მსხვერპლს", – აცხადებს საია.

ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაცემა“ პოსტ ფაქტუმში“ გასული ინფორმაციის ნამდვილობის და შესაბამისი რეაგირების მიზნით დროულად დაიწყოს გამოძიება:

"ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ საქართველოში, უახლოეს წარსულში არსებობდა ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების მძიმე გამოცდილება და შედეგები, აღნიშნული კი მოითხოვს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროულ, მიუკერძოებელ და ეფექტიან გამოძიებას. ამგვარი ხერხებით ბრძოლის ადრესატები უმეტესწილად არიან პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ქალები, რათა პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟისა თუ გამოქვეყნების შემდეგ მოხდეს მათი პოლიტიკური თუ ჟურნალისტური საქმიანობიდან ჩამოშორება.

ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუვალია და დაუშვებელია პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევა, უკანონო ფარული ჩანაწერების გამოყენებით პირთა შანტაჟი და დევნა. აუცილებელია, რომ სახელმწიფო შესაძლო უკანონო ფარული მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით ახდენდეს მყისიერ რეაგირებას და ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისამართლებრივი დევნის მექანიზმების გამოყენებით იცავდეს პირთა პირად ცხოვრებას.

შესაბამისად, საია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაცემა“ პოსტ ფაქტუმში“ გასული ინფორმაციის ნამდვილობის და შესაბამისი რეაგირების მიზნით დროულად დაიწყოს გამოძიება. ამასთანავე, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გამოძიების დაწყებასა და მიმდინარეობასთან დაკავშირებით უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება“.

ცნობისთვის: შაბათსა და კვირას "ტვ პირველისა" და "მთავარი არხის" ეთერში ორი სიუჟეტი გავიდა, რომლებშიც სავარაუდოდ, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა საბანაძე ფიგურირებს. "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ წყარომ მიაწოდა ჩანაწერები, რომლითაც 2019 წლის აქციის ხელშეშლა და ტექნიკის დაზიანება საბანაძის დავალებით ხდებოდა. მსგავსი ინფორმაცია კონკრეტულ პირზე ივანე გულაშვილზე (სუს–ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ახლა დაკავებულია) დაყრდნობით გაავრცელა "მთავარმა არხმა" და სავარაუდოდ, საბანაძის ხმოვანი შეტყობინებაც შესთავაზა მაყურებელს. 2019 წელს ჩაწერილ ინტერვიუში ივანე გულაშვილი ყვებოდა, რომ მას ავალებდნენ სხვადასხვა პირის სახლებში სათვალთვალო მოწყობილობების დაყენებას.

კერძოდ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილმა თანამშრომლმა ივანე გულაშვილმა შესაბამისი უწყების დავალებით, პოლიტიკოს ანა დოლიძის საცხოვრებელ სახლში ფარული მიყურადებისა და მოსმენის მიზნით სათვალთვალო კამერა დაამონტაჟა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S