ავტობანზე მანქანა სამ ცხენს დაეჯახა
23/03/2021 07:20:49 სამართალი
ავტობანზე ავტომობილი სამ ცხენს დაეჯახა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბადრი ბასიშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, ჯერჯერობით ცხენები ცოცხლები არიან, თუმცა შესაბამისი სამსახური მათ დასახმარებლად ამ დრომდე არ მისულა.
"წეროვანთან ავტობანზე მანქანა დაეჯახა ცხენებს 1 საათია, ერთი ცხენის გადარჩენა შესაძლებელია და ამ დრომდე არ მოსულა შესაბამისი სამსახური", - წერს ბასიშვილი სოციალურ ქსელში.


