Accentnews.ge
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ფარული ჩანაწერის საქმეზე, რომელშიც კახა საბანაძე ფიგურირებს

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ფარული ჩანაწერის საქმეზე, რომელშიც კახა საბანაძე ფიგურირებს

23/03/2021 07:22:16 სამართალი

პროკურატურამ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელშიც შს მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე კახა საბანაძე ფიგურირებს, გამოძიება დაიწყო.

უწყების განცხადებით, გამოძიება დაიწყო 22 მარტს ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.

კერძოდ, პროკურატურის განმარტებით, ძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბ) (კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

კახაბერ საბანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს, 23 მარტს გააკეთა.

ცნობისთვის: შაბათსა და კვირას "ტვ პირველისა" და "მთავარი არხის" ეთერში ორი სიუჟეტი გავიდა, რომლებშიც სავარაუდოდ, კახა საბანაძე ფიგურირებს. "ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ წყარომ მიაწოდა ჩანაწერები, რომლითაც 2019 წლის აქციის ხელშეშლა და ტექნიკის დაზიანება საბანაძის დავალებით ხდებოდა. მსგავსი ინფორმაცია კონკრეტულ პირზე ივანე გულაშვილზე (სუს–ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ახლა დაკავებულია) დაყრდნობით გაავრცელა "მთავარმა არხმა" და სავარაუდოდ, საბანაძის ხმოვანი შეტყობინებაც შესთავაზა მაყურებელს. 2019 წელს ჩაწერილ ინტერვიუში ივანე გულაშვილი ყვებოდა, რომ მას ავალებდნენ სხვადასხვა პირის სახლებში სათვალთვალო მოწყობილობების დაყენებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S