თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
23/03/2021 09:52:17 სამართალი
თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს, – იუწყება თურქული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი სტამბოლის ერთ-ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა. ბინაში, სადაც ქართველი ქალი და პაკისტანელი კაცი ცხოვრობდნენ, ოთხი ადამიანი შეიჭრა.
საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდამსხმელები ინციდენტის ადგილიდან გაიქცნენ. ამჟამად პოლიცია თავდამსხმელების დასაკავებლად ოპერაციას ატარებს.
მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.


