Accentnews.ge
„გაეთრიე, მეძავი ხარო!“ – რა მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში [ვიდეო]

„გაეთრიე, მეძავი ხარო!“ – რა მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში [ვიდეო]

23/03/2021 11:15:00 სამართალი, საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა დღეს დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოში დისტანციურად სამუშაოდ ჩამოსულ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა და ქვეყანაში არ შემოუშვა. დაპირისპირების ამსახველი კადრები Facebook-ზე ალექსანდრე გიორგაძემ გაავრცელა.

ვიდეოს მიხედვით, ქალი მესაზღვრეს უხსნის, რომ აქვს ყველა დოკუმენტი, კოვიდ–ტესტის პასუხი, თანხა და ქვეყანაში შემოსვლის უფლება. მიუხედავად ამისა, მესაზღვრე მას აგრესიულად ესაუბრება და ეუბნება, რომ "ეს მისი ქვეყანაა".

"წადი, დაბრუნდი თურქეთში, იმიტომ, რომ ეს ჩემი ქვეყანაა“, "შენ არავინ ხარ!“- ეუბნება მესაზღვრე ქალს და ამატებს, რომ მას ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა და "ვერც ვერასდროს შემოვა".

როგორც გიორგაძე ამბობს, ქალი საქართველოში იმყოფებოდა, თუმცა პირად საქმეზე გავიდა ქვეყნიდან, შემდეგ შემოსვლის უფლება განმარტების გარეშე არ მისცეს, მორიგ ჯერზე კი არათუ მხოლოდ გააბრუნეს, პირად შეურაცხყოფაზეც გადავიდნენ:

„შეურაცხყოფა იყო ძირითადად რასობრივ ნიადაგზე. არავინ არაფერს უხსნის, ეუბნებიან, „შენ უნდა გაეთრიო“. არანაირი მიზეზი არ ჰქონდათ, უბრალოდ მესაზღვრემ თავად გადაწყვიტა. ისმის კიდეც, „ჩვენ ვიცით, რით ხარ დაკავებული, მეძავი ხარო“.

გიორგაძე შიშობს, რომ ვიდეო ქვეყნის იმიჯს დააზარალებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

რაც შეეხება აღნიშნულ მოქალაქეს, შსს-ს თქმით, მას საქართველოში შემოსვლაზე უარი "უცხოელთა და მოქალეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის "ი" ქვეპუნქტის საფუძველზე ეთქვა, რაც გულისხმობს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმას "საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S