სუს-ი: აფრიკის დასახლებაში მშენებლობის მფარველობისთვის მერიის თანამშრომელმა ქრთამი აიღო
23/03/2021 11:24:40 სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავა.
სუს–ის ცნობით, ოპერაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით ჩატარდა.
გამოძიების ვერსიით, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო


