Accentnews.ge
ადვოკატის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ მასალების ამოღებაზე "ტვ პირველის" საჩივარი არ დააკმაყოფილა

ადვოკატის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ მასალების ამოღებაზე "ტვ პირველის" საჩივარი არ დააკმაყოფილა

23/03/2021 15:40:12 სამართალი, საზოგადოება

ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიროტაძემ "ტვ პირველის" საჩივარი მასალების ამოღების შესახებ არ დააკმაყოფილა.

"სააპელაციო სასამართლომ თქვა (შინაარსობრივად გაიმეორა თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება), რომ განჩინების იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს განჩინებაში მოცემული ტექსტი არის "სტანდარტული სავალდებულო ჩანაწერი" და ყოველთვის მიეთითება ჩხრეკა-ამოღების შესახებ განჩინებებში.

სააპელაციო სასამართლომ იქვე დასძინა, რომ ეს შემთხვევა გამონაკლისია სხვა შემთხვევებისგან, რადგან ჟურნალისტურ საქმიანობას ეხება, თუმცა მიიჩნია, რომ ამ საკითხზე სასამართლოს ნებართვა პროკურატურას არც სჭირდება და პროკურატურამ თავად უნდა გადაწყვიტოს კანონის შესაბამისად პროპორციულობის პრინციპის დაცვით იძულების გამოყენების საკითხი.

ვფიქრობ, სასამართლომ ამ განმარტებით უარი თქვა ყოფილიყო ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტორი და "თავიდან მოიშორა" საკითხის ამ ნაწილში შესვლა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სააპელაციო სასამართლომ სასამართლოს გადასაწყვეტ საკითხთა ნუსხიდან ამორიცხა იძულების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის ფუნქცია, რაც საკუთარი დანიშნულებისა და როლის არასწორი აღქმის შედეგად მიმაჩნია", - წერს მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.

"ტვ პირველმა" თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, პროკურატურას უფლება ეძლევა ტელეკომპანიიდან მასალები ამოიღოს, სააპელაციო სასამართლოში 12 მარტს გაასაჩივრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S