Le Monde საბანაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს: "ჩვენი ყველა ლიდერი აცხადებს, რომ პროევროპელია. თუმცა თქმა საკმარისი არ არის, უნდა ვიყოთ"

23-03-2021 22:01:59 პოლიტიკა

ფრანგული გამოცემა Le Monde საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ამ კრიზისში ევროკავშირის ჩართულობაზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემასთან საუბრისას ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატალია საბანაძე, რომელმაც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ორი დღის წინ განაცხადა, ადასტურებს, რომ "ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასთან უთანხმოება ჰქონდა".

"ჩვენი ყველა ლიდერი აცხადებს, რომ პროევროპელია. თუმცა თქმა საკმარისი არ არის, უნდა ვიყოთ" – აცხადებს საბანაძე.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი წუხილს გამოთქვამს, რადგან ევროპულმა მედიაციამ შედეგი ვერ გამოიღო.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალია საბანაძემ თანამდებობა 21 მარტს დატოვა.

ცნობისთვის: გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროპული კომისიის პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ჩართულობით საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგი კვლავ განახლდება. დანიელსონმა, რომელიც თბილისში კრიზისის განმუხტვის მიზნით შეხვედრებს ერთი კვირის განმავლობაში მართავდა, ქვეყანა 19 მარტს მას შემდეგ დატოვა, რაც მედიაციის პროცესი შედეგის გარეშე დასრულდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები