კენტი: "ქართულმა ოცნებამ" დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მიმართ ერთგულება შეინარჩუნა"

24-03-2021 00:35:48 პოლიტიკა

"ქართულმა ოცნებამ" დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მიმართ ერთგულება შეინარჩუნა და როდესაც ვუსმენთ ქართველებს, მათ შორის – ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ეს ერთგულება და მათი სტრატეგიული მიზანი ნათელია", – ასე უპასუხა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტმა კითხვას, „რამდენად არის სიმართლე ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დავალებებს რუსეთისგან იღებს?“.

"ქართული ოცნების“ მთავრობამ განაცხადა, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს შეიტანს. მათ კვლავ სურთ NATO-ს წევრობა. ამიტომ ვფიქრობ, ნათელია, ეს არის არა მარტო ქართველთა მინიმუმ 3/4-ის არჩევანი, ის ასევე „ქართული ოცნების“ მთავრობების მუდმივი გზაა, რომლის სათავეშიც ფორმალურად როგორც პარტიის თავმჯდომარე, თუ არაფორმალურად როგორც პარტიის დამფუძნებელი, არის ბიძინა ივანიშვილი. ვფიქრობ, როდესაც ვუსმენთ ქართველებს, მათ შორის საქართველოს მოქმედ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ადრე თავდაცვის მინისტრი იყო და რომელთანაც ახლოს ვმუშაობდით, ეს ერთგულება და მათი სტრატეგიული მიზანი ნათელია. მიმაჩნია, რომ ეს მოსმენა ეხება იმას, თუ რამდენად ერთგულია საქართველო ღირებულებებისა, რომელიც ქვეყანას ამ გზაზე წაიყვანს. NATO არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი. ეს არის ქვეყნების გაერთიანება, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს. ვფიქრობ, ეს არის საბოლოო ტესტი და მიზეზი, თუ რატომ არის ის მოვლენები, რომელთა განსახილველად თქვენ მოიწვიეთ ეს მოსმენა, ასეთი მნიშვნელოვანი საქართველოს მომავლისთვის“, – განაცხადა კენტმა სენატორ ჯინ შაჰინის კითხვის საპასუხოდ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები