ალტერნატიული ენერგეტიკა: გერმანიისა და დანიის შემდეგ ელექტროენერგია ფინეთშიც უფასო გახდა

24-03-2021 12:19:01 ევროპა

ელექტროენერგიის უარყოფითი ფასი, რაც უკვე ჩვეული მოვლენაა გერმანიისა და დანიისთვის, გაცილებით უფრო ჩრდილოურ ფინეთშიც დაფიქსირდა, თანაც ზამთარში. ეს ერთ-ერთია ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარების შედეგებს შორის, - იუწყება ფინური Yle.

რა მოხდა

ფინეთის ელექტროენერგიის სპოტურ ბაზარ Nord Pool-ზე ისტორიაში პირველი უარყოფითი ფასი - 1 მგვტ/სთ-ში მინუს 20 ევროცენტი 10 თებერვალს, ადრე დილით დაფიქსირდა. 22 თებერვალს, შაბათს საბითუმო ელექტროენერგია ქვეყანაში ასევე თითქმის უფასო იყო - 2-2 ევრო მგვტ/სთ-ში, რაც ჩვეულ ფასზე რამდენჯერმე ნაკლებია.

10 თებერვლის მინიმუმი ზამთრისთვის ანომალიურად თბილი ამინდის, ქაღალდის კომბინატებზე გამართული გაფიცვების გამო საწარმოო მოხმარების შემცირებისა და ფინეთს მიღწეული ციკლონის ფონზე ქარის ელექტროსადგურების პიკური გამომუშავების ერთობლიობით იყო განპირობებული.

რა უნდა ვიცოდეთ ელექტროენერგიის ევროპული ბაზრის შესახებ

ელექტროენერგიის უარყოფითი ფასები ბოლო წლებში ტიპური გახდა ევროკავშირისთვის. ლიდერ გერმანიაში უარყოფითი ტარიფები წლის განმავლობაში უკვე რამდენიმე ათასი საათის განმავლობაში ფიქსირდება, 2019 წელს კი რამდენიმე შაბათ-კვირა მთლიანად უფასო აღმოჩნდა.

უარყოფითი ფასების მთავარი მიზეზი ევროპაში ალტერნატიული, განსაკუთრებით მზისა და ქარის, ანუ იმგვარი ენერგეტიკის სწრაფი განვითარებაა, რომელიც დიდწილადაა დამოკიდებული ამინდზე და გამომუშავების გამოკვეთილი პიკებით ხასიათდება. მანევრირების დაბალი უნარის მქონე "საბაზისო" თბო- და ბირთვული ენერგეტიკისთვის კი ამ პირობებში უფრო უსაფრთხოცაა და საბოლოო ჯამში, უფრო იაფიც, მინუსში იმუშავოს, ვიდრე სიმძლავრე ამციროს.

2018 წლის საახალწლო პერიოდში ალტერნატიულმა წყაროებმა გერმანიაში ენერგიის 100% უზრუნველყვეს — თუმცა მხოლოდ სიმბოლურად, რადგან ჩვეულებრივი თბო- და ატომური ელექტროსადგურები მუშაობას განაგრძობდნენ.

მთლიანობაში, ენერგიის რეწარმოება ენერგოსისტემებს უფრო ავნებთ: მათი ოპერატორები იძულებულები არიან, მნიშვნელოვანი თანხები ხარჯონ სიმძლავრეების ბალანსირებაში. ევროკავშირი იძულებულიც კი შეიქმნა, ალტერნატიული ენერგეტიკისთვის "6 საათის წესი" შემოეღო — ენერგოსუბსიდიებს უკან იწვევენ ერთი დღით, თუ ამ დღეს 6-ზე მეტი საათის განმავლობაში უარყოფითი ფასებია მოსალოდნელი.

ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი საცალო ბაზარზე ნაკლებად აისახება: Nord Pool-ის საბითუმო ფასების საფუძველზე ქსელზე სახლების დაერთების დინამიური კონტრაქტები, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა ფინეთის საცხოვრებელი მეურნეობების მხოლოდ 10%-ს მოიცავს, დაერთების ფასში კი არა მარტო ელექტროენერგია შედის. ამგვარად, საუბარია არა იმაზე, რომ ქსელები მომხმარებლებს გადაუხდიან, არამედ, მაქსიმუმ, სიმბოლურ ფასდაკლებებზე.

რა იქნება შემდეგ

პიკური გენერაციის პრობლემა უახლოეს ხანებში ვერ გადაწყდება — იგი უკვე ასწლეულია, აწყდება საწარმოო მასშტაბებში ელექტროენერგიის შენახვის შეუძლებლობას. თუმცა ბოლო დროს გაჩნდა პრობლემის გადაჭრის კონტურები ელექტროობის საწარმოო საცავების სახით (მაგალითად, Tesla Megapack-ის გადაწყვეტილება ლითიუმის აკუმულატორების საფუძველზე). საქმეს შესაძლოა, წაადგეს ელექტრომობილებიც, რომელთა მასობრივი დატენვა წესით, ჭარბდენიანობის ღამის საათებში უნდა ხორციელდებოდეს.

მოსალოდნელია, რომ ევროპაში ელექტროენერგიის უარყოფითი ფასები სულ უფრო გახშირდება. ეს, მათ შორის, გლობალური დათბობით იქნება განპირობებული: იგი ერთდროულად ამცირებს გათბობის ხარჯებს და ზრდის ატმოსფეროში ენერგიის მარაგს. თუმცა ელექტროენერგიის საშუალო ფასის შემცირებას ჯერ მაინც არ უნდა ველოდოთ.

ფინეთის მეზობელ კარელიაში მსგავსი პრობლემები არ აქვთ: კემის ქარის 60 მვტ-იანი ელექტროსადგურის პროექტი ჩინური ინვესტიციებით ბოლო პერიოდში მიჩუმდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები