
დები ხაჩატურიანები მამის მხრიდან სექსუალური ძალადობისა და წამების საქმეში დაზარალებულებად სცნეს
24/03/2021 09:00:37 სამართალი
გამოძიებამ დები ქრისტინა, ანგელინა და მარია ხაჩატურიანები სექსუალური ძალადობისა და წამების საქმეში დაზარალებულებად სცნო, - აცნობა РБК-ს ერთ-ერთი დის ადვოკატმა მარი დავთიანმა. ეჭვმიტანილად ამ საქმეში მამა ფიგურირებს, რომლის მკვლელობაშიც სდებენ გოგონებს ბრალს.
დაცვის მხარის მტკიცებით, სწორედ ძალადობამ აიძულა გოგონები, მამა მოეკლათ.
მამის - 57 წლის მიხეილ ხაჩატურიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარე წლის 11 მარტს წამებისა და სექსუალური ძალადობის მუხელბით აღიძრა.
ქრისტინა, ანგელინა და მარია ხაჩატურიანებს 2018 წლის ზაფხულში მამის მკვლელობაში ადანაშაულებენ. დებმა პოლიცია თავად გამოიძახეს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ დები თავდაცვის მიზნით მოქმედებდნენ, რადგან მამა წლების განმავლობაში რეგულარულად ამცირებდათ და აწამებდათ.
ამ საქმემ ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია და რუსეთში ოჯახური ძალადობის თემაზე დისკუსიებს ჩაუყარა საფუძველი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021