ზუგდიდში მატარებლისა და ავტომანქანის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
24/03/2021 10:00:54 სამართალი
ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებლისა და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად ავტომობილის მძღოლი დაშავდა. შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ წუთებში მას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


