
საქართველოს შსს რუსეთის საზღვარზე მძღოლების დაპირისპირებას არ ადასტურებს
24/03/2021 10:43:59 კავკასია
საქართველოს შსს-ში უარყოფენ რუსული მედიის ინფორმაციას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სატვირთო მანქანების მძღოლებს შორის ვითომდა მომხდარი დაპირისპირების თაობაზე.
«არ მიგვიღია არანაირი ინფორმაცია მძღოლებს შორის დაპირისპირების ან მსხვერპლის შესახებ. მსგავსი არაფერი მომხდარა», – განაცხადეს შსს-ს პრეს-სამსახურში.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მძღოლებს შორის ჩხუბის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რუსულმა ტელეარხმა «360» გაავრცელა. მისი მტკიცებით, ინციდენტი ნეიტრალურ ზოლზე, საქართველოს სამხედრო გზის სასაზღვრო გადასასვლელზე მოხდა, სადაც გზის გახსნის მოლოდინში რამდენიმე ასეული სატვირთო მანქანა გრძელ რიგში იდგა.
ტელეარხის წყარო ირწმუნება, რომ ერთ-ერთი მძღოლი, "სავარაუდოდ თურქული წარმომავლობის", სომეხ მძღოლს დაუპირისპირდა და მოკლა. მისივე ინფორმაციით, "ადგილზე ქართველი სამართალდამცველები იყვნენ გასულები".