Accentnews.ge
ცხინვალი: "ჰააგის სასამართლო სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებთან არაოფიციალურ კონტაქტებს ამყარებს»

ცხინვალი: "ჰააგის სასამართლო სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებთან არაოფიციალურ კონტაქტებს ამყარებს»

24/03/2021 14:30:12 კონფლიქტები

ცხინვალი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობის "ცალმხრივ და ტენდენციურ მეთოდებს" უწუნებს. ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები «Адæмы Ныфс» და «Единая Алания» ირწმუნებიან, რომ სასამართლო "2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შესახებ ტენდენციური ინფორმაციის არაოფიციალური გზებით შეგროვებას ცდილობს".

«სასამართლოს გამომძიებლები სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებთან არაოფიციალურ კონტაქტებს ამყარებენ, საქართველოში კი «დაზარალებულთა ფონდს" ქმნიან, რომელიც "2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთა დახმარების" ჯამში 600 000-ევროიანი პროგრამის რეალიზებას ითვალისწინებს, ცდილობენ, შეაგროვონ და დოკუმენტებში ასახონ მონაცემები რუსი სამშვიდობოებისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე, ჩვენი რესპუბლიკის მოქალაქეებს "კომპენსაციის" საფარქვეშ სთავაზობენ ფულად თანხებს სასამართლოსთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ. ამასთან, მონაცემები ქართული მხარის რეალური სამხედრო დანაშაულების შესახებ გამომძიებლებს არ აინტერესებთ. ისინი ავლენენ ინტერესს დახურული ხასიათის დოკუმენტების მიმართაც, რაც ჯაშუშობის მცდელობად შეიძლება, შეფადეს», – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორები საქართველოს წარმომადგენლის - გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ არჩევაზეც ამახვილებენ ყურადღებას: «როგორ უნდა იყოს ის და მისი ამრჩევი ადამიანები ობიექტურები იმ კონფლიქტის განხილვისას, რომელიც საქართველოს ეხება?!», – ნათქვამია განცხადებაში.

ცხინვალში აღნიშნავენ იმასაც, რომ საერთაშორისო სასამართლო, "იქექება რა 2008 წლის მოვლენებში, ფაქტობრივად აღვივებს რეგიონში ჩამქრალ კონფლიქტს».

ცნობისთვის: 2020 წლის 1 დეკემბერს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნდობის ფონდმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პროგრამის რეალიზების შესახებ.

თბილისმა ჰააგის სასამართლოს რუსეთის წინააღმდეგ სარჩელით 2008 წელსვე მიმართა. 2016 წლის იანვარში წინასწარი წარმოების პალატამ პროკურორ ფატუ ბენსუდას მიმართვის საფუძველზე თანხმობა განაცხადა, გამოძიებულ იქნას ქართული, რუსული და ოსური მხარეების შესაძლო სამხედრო და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები ომამდელ, ომისა და ომის შემდგომ პერიოდებში – 2008 წლის 1 ივლისიდან 2008 წლის 10 ოქტომბრის შუალედში.

2021 წლის ზაფხულში ფატუ ბენსუდა სავარძელს მემკვიდრეს გაუთავისუფლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S