გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია 3 პირი
25/03/2021 06:10:44 სამართალი
გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, კაცი მანქანაში ჩაცხრილეს. გარდა ამისა, დაჭრილია მანქანაში მყოფი კიდევ 3 ადამიანი.
დაჭრილები ჰოსპიტალიზებულები არიან.
ერთ-ერთი ვერსიით, მოკლული სხვაში შეეშალათ და მსხვერპლი იმ პიროვნების ავტომობილს მართავდა, ვისი მკვლელობაც იყო განზრახული.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.


